ყურადღება

ჩემს რამოდენიმე მეგობარ ბლოგერს ვთხოვე დახმარება, მაგრამ მხოლოდ ერთი დამეხმარა. ძალაინ გთხოვთ დაალაიქეთ ეს გვერდი https://www.facebook.com/pages/%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%97-%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98/253499728103601 რეკლამას ვუწევ ამ გვერდს იმიტომ რომ 50 ლაიკის შემდეგ ამოქმედდება და ძალიან გთხოვთ დაალიქეთ და გაავრცელეთ. ამას არ უნდა გთხოვდეთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს 🙂 დიდი მადლობა წინასწარ

Advertisements

…სავსე ვარ…

როგორი სავსე ვარ ემოციებით და ვერ ავღწერ რას განვიცდი:) დადებითი ემოციები, მერე ისევ უარყოფითი.. დადებითი.. გული სწრაფად მიცემს. ვერ გამიგია რა მჭირს აშკარად ვბოდავ 🙂 და კარგ ხასიათზე ვარ… და სულ არ მაინტერესებს არაფერი 🙂 არადა ისტორია მაქვს სამეცადინო ოლიმპიადისთვის ვემზადები 🙂 თუ გავედი და გავუბედე გასვლა … წინასწარ ძალიან ვნერვიულობ. და საქარტველოს ისტორიას ვსწავლობ .. ძალაინ დამრლელია მაგრამ გამარჯვება მინდა. ათეულში თუ მოვხვდი უმაგრესი იქნება.                  დღეს 31 აგვისტოა, ზაფხულის ბოლო დღე. და საუკეთესოდ უნდა გავატარო. მოკლედ გირჩევთ დაისვენოთ, იგიჟოთ და რაც გინდათ ის გიქნიათ… აი ასეთი თავისუფალი ვარ დღეს. ცხოვრება ხომ მშვენიერიაააა და მეც ციდან სამ მეტრზე ვარ 🙂 >>>

წუწუნა

პოსტების წერას აშკარად მოვუკელი და თუ კიდევ დარჩით ჩემი მკითხველები ძალაინ გამიხარდება 🙂 იდეების ნაკლებობას არ განვიცდი , მაგრამ დღეს ჩემი დაქალი ჩამოვიდა სურამიდან მე ვისთანაც ვიყავი, ჩემი მეზობელიცაა და მთელი დღე ჩემთან იყო. დრო არ მაქ პოსტებისთვის და ვეღარ ვწერ. თავისუფალ დროს ან ვკითხულობ ან ვუკრავ ან ფილმებს ვუყურებ ან ვმეცადენეობ. გართობაც დამემატა 🙂  დაქალი ჩამომივიდა და … გუშინ მაგალითად თოდბოი ვნახე და მომეწონდა და უყურეთ თქვენც. ალუდა ქეთელაურს თუ იცნობთ? ალბათ იცნობთ. მის სიმღერებს ვუსმენ და ვცდილობ ავაწყო. გული საშინლად მატკინა მისმა სიკვდილმა. სანამ არ მოკვდა მის შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა. არც მე. ახლა ვიცი და რამდენია კიდე ჩემნაირი… მოკლედ ახლაც არ მცალია და ასე თუ გაგრძელდა ალბათ ბლოგს გავაუქმებ. 

ჩემი მხიარული არდადეგები

2 დღის წინ სურამიდან დავბრუნდი. შესანიშნავი და განუმეორებელი 2 კვირაზე მეტი გავატარე ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ერთად. დავდიოდით ტყეში, გოგირდის წყალზე საწუწაოდ და გასარუჯად, მაგრამ მერე ისე აცივდა სახლიდან აღარ გამოვდიოდით. როგორც დედაჩემი ეძახის ახალგაზრდული სიგიჟეებიც მქონდა, მაგალითან მანქანისთვის შუა თითის აწევა, ერთმანეთის შეშინება ღამე და უამრავი სხვა. თან ამას გულღიად გიყვებით აბა რა სათქმელი იყო მანქანას შუა თითი ავუწიე მეთქი. (ჯოკერში წავაგე და 🙂 ) გავიცანი სურამის მომხიბვლელი ახალგაზრდობა 🙂 ცენტრშიც ვიყავი და რკინის წყალიც დავაგემოვნე. ჩემი ქარავანიც წავიღე, გამიკვირდა წაკითხვას თუ შევძლებდი ისე ვერთობოდი იქ. წიგნი რომ დავამთავრე მაშინ აგრილდა. აცივდა კი არ აგრილდა, საბნები გვეფარა. დილას არ ვდგებოდით ისე ციოდა. წამოსვლამდე 3 დღე იყო დარჩენილი და შემთხვევით გადავაწყდი “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს”, იმ თავებს მე რომ წაკითხული არ მქონდა. ნეტა უფრო ადრე აღმომეჩინა, უფრო ნელა წავიკითხავდი.მე და ჩემი მეგობრები კარგად ვმღერით, ხოდა ერთ დღეს ტყეში ავედით და დავიწყეთ სიმღერა, შემოგვისხდნენ ბავშვები და მშობლებს ანსამბლი ვეგონეთ. მეორე დღეს კიდე გავმართეთ კონცერტი და მესამე დღეს ნახევარი სურამი გვცნობდა 🙂 ენით აუწერელი დასვენება იყო და არასდროს დამავიწყდება 2012 წლის 4 აგვისტოდან 23 აგვისტომდე სურამში, მეგობრებთან ერთად გატარებული ყველაზე ნათელი, ყველაზე ფერადი და ყველაზე ხმაურიანი დღეები, ზუსტად ისეთი ცხოვრების ბოლომდე რომ გაგყვება და არასდროს დაგავიწყდება, რაც არ უნდა მოხდეს

ჩემი დაბადების დღე და გზა სურამისკენ

ერთი დღეა რაც 14 წელი შემისრულდა. მოკლედ 2 აგვისტოს დავიბადე. როგორც მაშინ, გუშინაც ძალიან ცხელოდა. ერთი სული მქონდა როდის გავხდებოდი 14 წლის. 13 წელი ისე უსაშველოდ გაიწელა, მაგრამ მაინც მაგარი წელი იყო. რაც შეეხება დაბადების დღს, საშინლად უინტერესო იყო. აქ ჩემი კლასელებიდან არავინ იყვნენ, თან ისეთი ცივი კლასი მყავს ერთმანეთის დაბადების დღეები არ გვახსოვს, ამიტომ მხოლოდ 2 კლასელმა მომილოცა. ერთი ჩემი ბავშვობის მეგობრისგან მოლოცვას ნამდვილად ველოდი და გული დამეწვა, რომ არ მომილოცა. ბოლო ერთი წელია საერთოდ აღარ ვახსოვარ, არადა 12 წელი ერთად გავიზარდეთ. ახლა მის ცხოვრებაში ახალი მეგობრებია. მეც ხელს არ ვუშლი. თან ბიჭია და იქნებ უარესი ვქნა, რომ დაველაპარაკო-მეთქი. ან და რა უნდა ვუთხრა? ჩემი მეორე საუკეთესო მეგობარი აქ იყო, მომილოცა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ მოვიდა. ჩემი საუკეთესო მეგობარი სურამში იყო და დამირეკა. დაბადების დღეზე ნათლია და ბიძაჩემი იყვნენ. საინტერესო არაფერი მომხდარა. კიდევ მორიგი უღიმღამო დღე. მაგრამ 11 საათზე, როცა სურამში მყოფი ჩემი საუკეთესო დაქალის მამამ მომილოცა დაბადების დღე ყველაფერი შეიცვალა. საერთოთ ისინი ბინას აქირავებენ და ერთხელ ვარ დაპატიჟებული და ნამყოფი და ხვალ მეორედ წავალ. და ეს იქნება საუკეთესო ზაფხულის არდადეგები დაქალთან ერთად. ერთადერთი რაც მაღელვებს  მგზავრობა და თაკოს პაპაა. მეტი არაფერი. ალბათ 2 კვირა დავრჩები. ამიტომ 2 კვირის განმავლობაში ახალი არც პოსტი იქნება და არც ამბავი. მიყვარხართ  მცირერიცხოვანო მკითხველო. სურამისკენ ჰჰერი ჰერი!!! I LOVE SUMMER IN SURAMI WITH TAKO ❤

ჰარის და ჯოანის დაბადების დღე

ყველას მოგვიანებით გილოცავთ იმ შესანიშნავ დღეს, რომელიც გუშინ იყო და გისურვებთ ჰარის არასდროს მიეტოვებინეთ. გუშინ ახალი პოსტი ვერ დავდე, მაგრამ დღეს მინდა მივულოცო ყველას ვისაც ჰარი და ჯოანი უყვარს. ჰარი პოტერი დაიბადა 1980 წლის 31 ივლისს და გუშინ 32 წელი შეუსრულდა. ჯოან როულინგი დაიბადა 1965 წლის 31 ივლისს. მოკლედ ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს. მეტი რა დავწერო. ჩვენ ჰარისთან ვართ. სიყვარულის ხომ მაგიაა

Descovery

დეტექტივები. ჩემი და ასევე ბევრის სისუსტე. როგორ მიყვარს თქვენ ხომ ვერ წარმოიდგენთ. რაა იმაზე საინტრესო, როგორც დეტალი? ვინაა ჰოლმსზე უფრო მაცდური? “ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობს”, თითქოს ეს მისი სიტყვებია. ვინაა პუაროსავით საინტერესო? როგორ მიყვარს ასეთი ფილმებიც. “შერლოკ ჰოლმსი” ჩემი სულის ამოძახილია 🙂 .” აღმოსავლეთის ექსპრესი” და “ენდჰაუზის საიდუმლოება” პირდაპირ მისწრებაა. მახსოვს როცა წავიკითხე ემოციებს ვერ ვიკავებდი. სერიალებიდან  მომწონს “შერლოკი” და “ზებუნებრივი”. მაგრამ ვგიჟდები “გაუხსნელ საქმეზე” და “მენტალისტზე”. პატრიკ ჯეინზე გამოუცნობი გინახავთ ვინმე? ჩემი მეგობრებიდან სიმართლე გითხრათ საერთოთ წიგნები დიდად არავის მოსწონს. აი ჩემ ნათესავებზე ამის თქმა არ შემიძლია. გადამკვდარი მკითხვლები არიან. მაგრამ არცერთ მათგანს არ უყვარს დეტექტივები ჩემს გარდა. ახლა ბლოგებს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე, რომ ბევრ თქვენგანს მოსწონს დეტექტივები. მოლის ამ თვისებამ თუ მოწონებამ ძალიან გამახარა. მაგრამ უხარისხო დეტექტივებიც ხომ არსებობს კი არა თავზესაყრელადაა. მეც მინდა მოლის გვერდზე არსებული უგემოვნო დეტექტივები გავაკრიტიკო და მოლი შენ დაგეთანხმო. “დათარსული კაცი” იყო ყველაზე უგემოვნო ნაწარმოები, რომელიც ამ ჟანში წამიკითხავს. კიდე ამ პოსტში მინდა ვახსენო ისიც რომ წიგნების ყიდვაში საერთოდ არ მიმართლებს. ვერც “შიმშილის თამაშები” ვიყიდე, ვერც “გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა” და ვერც “გოგონა დრაკონის ტატუთი”. ჰარი პოტერზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. წარმოიდგინეთ სულ ბიბლიოთეკაში დავდივარ და სულ ვთხოულობ წიგნს. სამაგიეროდ მაქვს სარელიქვიოდ შესანახი წიგნი ბინდის საგა, თან ყველა ნაწილი. არ შემეძლო ამ თემას არ შევხებოდი. იმედია რაიმე საინტერესო წიგნს მირჩევთ, რომლის წაკითხვა დოილის, კრისტის და ჩემი ჰარი პოტერის წაკითხვის შემდეგ არ გამიჭირდება და მოსაბეზრებელი არ იქნება.